თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ხერგიანის და პატარა ტბის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ბაქოს, თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ლებანიძის და ბორჯომის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზრის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მარუხის გმირთა, მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, არაყიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), სოფელი კუმისის (ნაწილობრივ), დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და ფუნიულიორის პლატოს მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.