თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ხერგიანის და პატარა ტბის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ბაქოს, თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ლებანიძის და ბორჯომის ქუჩების  მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზრის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის,  ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის   მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მარუხის გმირთა, მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, არაყიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), სოფელი კუმისის (ნაწილობრივ), დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და ფუნიულიორის პლატოს მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.