თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი III მასივის VII კვარტლის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ალადასტურის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ვაზისუბნის, ცხინვალის და ოდესის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ცინცაძის, ვერცხლის, კოტე აბხაზის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლერმონტოვის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზეთისხილის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.