თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი III მასივის VII კვარტლის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მებაღეობის, ალადასტურის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ვაზისუბნის, ცხინვალის და ოდესის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ცინცაძის, ვერცხლის, კოტე აბხაზის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლერმონტოვის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზეთისხილის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.