თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს და დიდუბის რაიონები – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I, II, IV, V, VI კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, სარაჯიშვილის, იასამნის, გოთუას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 IIIა მიკრრორიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, III, IIIა მიკრორაიონების და რაფიელ დვალის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.