თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები  – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I, II, IV, V, VI  კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, სარაჯიშვილის, იასამნის, გოთუას და  მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 IIIა მიკრრორიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, III, IIIა მიკრორაიონების და რაფიელ დვალის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.