კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„ვაკის რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, გალაკტიონ ტაბიძის, თენგიზ ახმეტელის, ფალიაშვილის, რაზმაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ცხვედაძის, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის, უნივერსიტეტის და გიორგი მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების სტუდქალაქის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, საირმის გორის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ახალშენის, ბზვანელის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, შევარდენიძის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ყიფიანის და მესხის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, ტყავის ჩიხის, ღვინის ჩიხის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ბერიძის, აბოვიანის და ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, ნიშნიანიძის, ტაბახმელას, ხარფუხის, შუშინის, ხონელის და სოღანლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი – 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში”.