„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გთავაზობთ ინფორმაციას, რომელ ქუჩებს შეეხება შეზღუდვა:
საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს.
11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ჩალისპირების დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, ვიქტორ ნოზაძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის და ჭანტურიას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
11-დან 16:00 საათამდე შუალედში 1,5 საათით შეზღუდვა შეეხება: სოფიკო ჭიაურელის, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ანანურის და მიხეილ თუმანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ერეკლე ტატიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00-დან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს ხევის და მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.
11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების და მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, შეშელიძის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ტიბაანის, ჩარგლის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, მუხრანის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00-დან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანკტ-პეტერბურგის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.