„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, შენგელაიას, მამკოდის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ქვემო მეტალურგიის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ყარაჯაღის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ნაკადულის, ოცხელის, ქუთათელაძის, მელიას, ქინძმარაულის, გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, თამარის, შანავას და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, ზემო ვაკის, გალის, რჩეულიშვილის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მცხეთის, ბაზალეთის, ატენის, ქობულეთის, ფალიაშვილის, მირცხულავას, შროშის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, ნინოშვილის, სამღერეთის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, სადგურის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის და გოგოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.