კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს, ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის და ზაქრაძის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.