თბილისში, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდან უკვე გაემგზავრნენ აქციის მხარდამჭერები.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დილიდან ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას დღეს გეგმავენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებიან.