თბილისში, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან

10:01, 10.06.2018

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდან უკვე გაემგზავრნენ აქციის მხარდამჭერები.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დილიდან ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას დღეს გეგმავენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებიან.

 

მსგავსი