ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას გეგმავენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებან.

პარლამენტთან სოლიდარობის აქცია #არმომკლა რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა, 3 ივნისს კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების პროცესში ხელისუფლებას კონკრეტული მოქმედებებისკენ მოუწოდეს და 10 ივნისის აქცია დააანონსეს.