თბილისის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირს, წყნეთის ხევის, ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძისა და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხისა და მანავის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ), ქავთარაძისა (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩების აბონენტებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.