თბილისის ორ ისტორიულ სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდი ავრცელებს.
ტაბიძის18 ნომერში, ასევე აღმაშენებლის 93- ში მდებარე მე-19 საუკუნით დათარიღებული ნაგებობების სადარბაზოები სპეციალისტებს მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. საკონსერვაციო და აღდგენითი სამუშაოები წელიწად-ნახევარი გაგრძელდა.
წყლისა და ნესტისაგან ჩამოშლილი რამდენჯერმე გადაღებილი და წლების მანძილზე მიტოვებული სადარბაზოების აღდგენითი სამუშაოები 2017- 2018 წლებში თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა.
დედაქალაქში ისტორიული სადარბაზოების აღდგენა 2019 წელსაც არის დაგეგმილი.