ლახამულას მე-12 საუკუნის სახარებას რესტავრაცია ჩაუტარდება
ლახამულას მე-12 საუკუნის სახარებას რესტავრაცია ჩაუტარდება

ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ მე-12 საუკუნის სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება.

რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება.

სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აცილებდა. წელიწადნახევარში საგანძური კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ სათავსში მოთავსდება.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი