ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის „ქართუ ჯგუფმა“ 3 მილიონ 500 ათასი ლარი გამოყო
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის „ქართუ ჯგუფმა“ 3 მილიონ 500 ათასი ლარი გამოყო

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის „ქართუ ჯგუფმა“ 3 მილიონ 500 ათასი ლარი გამოყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმში სულ რვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება. მათგან ორს თავად სააგენტო აღადგენს, ერთს ბათუმის მერია, ხუთს კი „ქართუ ჯგუფი“.

ყველა შენობა ძველ ბათუმშია განთავსებული. იქ მცხოვრებლებს რესტავრაციის პერიოდში ქირით გაიყვანენ.

„აჭარის მთავრობასა და თავმჯდომარეს ჰქონდათ ინტენსიური მოლაპარაკებები „ქართუ ჯგუფთან“, რომელიც თანახმაა, დახარჯოს ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ 500 ათასი ლარი. ბიუჯეტითაც იყო დაგეგმილი ორი შენობის რესტავრაცია. ჯამური თანხა ბათუმის მუნიციპალიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის სააგნეტოსა და „ქართუ ჯგუფის“ მიერ 2019 წელს დაახლოებით 5 მილიონი იქნება დახარჯული. მიმდინარეობს კონკრეტული ობიექტების შერჩევა იმ ობიექტებიდან, რომლის რესტავრაციის პროექტიც სააგენტოს შესყიდული აქვს. რომელი შენობების რეაბილიტაცია განხორციელდება პირველ რიგში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საუბარია ძველ ბათუმში განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“, – განაცხადა ზაურ ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი