თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
19:39, 26.12.2019
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს აღნიშნავს.
წითელ დარბაზში ოპერის „მთვარის მოტაცება“ კლავირის რედაქტირებული ვერსიის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის მთავარი რედაქტორია დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძე.
საიუბილეოდ მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კომპოზიტორის საარქივო მასალები, სპექტაკლების კოსტიუმები, აფიშები და პროგრამები.
საიუბილეო ღონისძიებები თეატრში გალაკონცერტით დასრულდა.