თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებიან.
ხანუქას დღესასწაული 8 დღის განმავლობაში აღინიშნება. ყოველ დღე სინაგოგასა და ებრაელი მორწმუნეების ოჯახში თითო სანთელი ინთება. სიმბოლურად პირველ სანთელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო.
ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ანთებენ. ეს სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულად ითვლება.