თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. მოძრაობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შეფერხება უახლოეს წუთებში აღმოიფხვრება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.