თბილისის მეტროში დიდუბე-ახმეტელის მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია

10:17, 22.08.2019

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. მოძრაობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი  ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შეფერხება უახლოეს წუთებში აღმოიფხვრება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.

მსგავსი