თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.
„საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.