მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო
მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

უწყების ცნობით, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობდა.

ამ დროისთვის მეტროს მეორე ხაზმა მუშაობა სრულად განაახლა.