თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა განახლდა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა განახლდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა განახლდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე სრულად მას შემდეგ განახლდა, რაც დაინიშნა დამხმარე მატარებელი და დაზიანებული მოძრავი შემადგენლობა ჩიხში გადაიყვანეს.

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, დღეს, 10:00 საათიდან 10:15 საათამდე, მატარებლები მოძრაობდნენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“, ხოლო მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო გადაადგილება შეფერხებული იყო.