თბილისის მასშტაბით სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოსაწყობად მილიონ ლარამდე დაიხარჯება
მიმდინარე წელს დედაქალაქის მერია თბილისის მასშტაბით სანიაღვრე, სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე 999 931 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.