„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები არსებობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები არსებობს

,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ’’ – 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების წილის (32 % ) ზრდის ტენდენცია და კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები გამოავლინა, რაც ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიჩნიათ, რომ ასეთი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა ამ სფეროში კორუფციის პრევენცია მოხდეს.

,, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს’’ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, ორნახევარი წლის განმავლობაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2.86 მლრდ ლარი შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამარტივებულ ტენდერში მონაწილე 150-მდე კომპანიასთან დაკავშირებული პირების კავშირი იკვეთება მმართველ პარტიასთან. მათ ,, ქართულ ოცნებას’’ 6 მლნ ლარამდე თანხა შესწირეს.

„საერთაშორსო გამჭირვალობა – საქართველოს’’ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა დახვეწილია, თუმცა აღსრულების პროცესში იკვეთება პრობლემები.

,,გამარტივებული შესყიდვების რიცხვი იზრდება. არის შემთხვევები, როდესაც ახლად დაფუძნებულ კომპანიებს აძლევენ კონტრაქტებს და ხშირ შემთხვევაში ეს კომპანიები ვერ ასრულებენ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები არსებობს’’, – განაცხადა გიგაურმა