თბილისის ხუთ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
ნაძალადევის რაიონში, ქსნის, ფეიქართა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძისა და თორნიკე ერისთავის ქუჩების აბონენტებს.
საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის, არზაყან ემხვარის, დოლიძისა და ქარელის ქუჩებზე ელექტროენერგია
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელ დიღმისა და რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ სადგურ ლილოს, ლილოს დასახლებას, საქნავთობის დასახლებასა და ჭირნახულის ქუჩას.
ისნის რაიონში, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, დოესისა და გარეკახეთის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.