თბილისის ხუთ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის, ვასაძისა და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
ვაკის რაიონში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, უნივერსიტეტისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დავით აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩების აბონენტებს.
დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირსა (ნაწილობრივ) და ტრანსპორტის ქუჩაზე.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ღრმაღელის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, თმოგვის, ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ცოტნე დადიანის, ბენდელიანის, ჯავის, მოლითის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ედისის, ზვარეთის, იფნევის, დვირის, კვერნაულის, ახალდაბისა და ჟველაურის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.