თბილისის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაშლიჯვრის დასახლების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, კოსტავას, გაგარინის, გელოვანის, გოთუას, გიორგი სააკაძის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიასა და ანა კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, 100 ათასი მოწამის, დემეტრე თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩების აბონენტებს.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ელიფთერ ანდრონიკაშვილის, ქსნის, არბოს, ღრმაღელეს, ვარდისუბნის, ქვიშხეთის, ბოგვის, ჟინვალის, ლიახვის, ჭოპორტისა და მუხიანის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ზღვისუბნის დასახლების IV და X კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ანაპის 414 დივიზიის, გობრონიძის, ქეთევან მაღალაშვილის, ბოგვის, გვაზაურის, ჟინვალის, ზიგზაგის, ჩარგლის, შატილის, საჩხერის, ურეკისა და ცოდნისკარის ქუჩების აბონენტებს.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ბუაჩიძის, სიხარულიძისა და ბარამიძის ქუჩებზე.
დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირზე, დიღმის მასივის I და III კვარტლებში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
მთაწმინდის რაიონში კეკელიძის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, მელიქიშვილის, არსენას, სარაჯიშვილის, ვეძინის, ქიქოძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და რიწის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ქუთათელაძის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ბროსეს, ამაღლების, ლერმონტოვის, იაშვილის, ასათიანის, ქიქოძის, ვირსალაძის, ალექსი-მესხიშვილისა და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, ხიზაბავრის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.