თბილისის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანისა და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირზე (ნაწილობრივ), მარჯანიშვილისა და სანკტ-პეტერბურგის ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლებისა და ანაპის 414 დივიზიის ქუჩას ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძისა და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.