გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამი, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია წერეთლის გამზირის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, აგლაძის, კერესელიძის, ვანის, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, დავით ბაქრაძის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის, ზუგდიდის, სამტრედიის, ვახუშტი ბაგრატიონის, გუდაუთის, გაფრინდაულის, ყიფიანის და გვეტაძის ქუჩებზე.
ჩუღურეთის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, ნინი და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, სააკაძის და ბერიაშვილის ქუჩებზე.
გლდანის რაიონს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და წყალსადენის ქუჩის მცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელეს და გვაზაურის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ კოსტავას, დიმიტრი ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის და შოთა მილორავას ქუჩებს.