თბილისის ხელოვნების ბაზრობა Tbilisi art fair, 17-20 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება
თბილისის ხელოვნების ბაზრობა Tbilisi art fair, 17-20 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება

თბილისის ხელოვნების ბაზრობა Tbilisi art fair, 17-20 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრის სტანდარტების შექმნასა და განვითარებას.

ოთხდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტი გალერეა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილეებს სპეციალურად მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი შეარჩევს.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება შემეცნებითი პროგრამებით, ლექციებით, მასტერკლასებითა და ღია ფორუმებით.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება პარალელური ღონისძიებები: თბილისის ფოტოფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა, რომელიც 20 ავტორის ნამუშევარს მოიცავს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამი საუკუნის ჭრილში გვაჩვენებს.

„დაიკარგა თორმეტი ქალი” – ამ სახელწოდების გამოფენა მოეწყობა აბრეშუმის მუზეუმში. გამოფაზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ბაზრობის ფარგლებში, მოეწყობა საერთაშორისო კულტურული ფორუმი, სადაც თანამედროვე ხელოვნების ბაზრის გამოწვევები იქნება განხილული, ასევე ჩატარდება გამოფენა “ომი დროებით შეჩერებული”, რომელიც 20 მდე ახალგაზრდა ხელოვანის ვიდეოს, ფოტოს, ინსტალაციას აერთიანებს და რომლის თემაა დროებითი მშვიდობა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფესტივალი საქართველოს მსოფლიო ხელოვნების რუკაზე დაიტანს.