თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა წელს მეორედ გაიმართება
თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა წელს მეორედ გაიმართება

თბილისში წელს ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (Taf) მეორედ გაიმართება.

Taf 2019 წლის 17-19 მაისს იგეგმება, შესაბამისი აპლიკაციების მიღება კი, გალერეებისთვის 3 მარტამდე გაგრძელდება.

თბილისის ხელოვნების პირველ საერთაშორისო ბაზრობაში 29 გალერეა მონაწილეობდა ევროპისა და აზიის 15 ქვეყნიდან. ცნობილმა გალერეებმა და გალერისტებმა მთელი მსოფლიოდან ბაზრობაზე თანამედროვე ნამუშევრები წარადგინეს.