საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კომაროვის მათემატიკის ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოეს
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კომაროვის მათემატიკის ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოეს

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კომაროვის მათემატიკის ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ფესტივალის გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მეცხრე-მეათე კლასების ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მწიგნობართუხუცესის სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეშვიდე-მერვე კლასების ასაკობრივ კატეგორიაში არქიმედეს სკოლის გუნდმა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სკოლები, როგორც საქართველოს დედაქალაქიდან, ისე სხვა ქალაქებიდან. ფესტივალის ყველა მონაწილეს და გუნდის ხელმძღვანელს გადაეცა სერტიფიკატები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებულებს კი სხვადასხვა სახის ჯილდოები.

პროექტის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.