თბილისის ისტორიის მუზეუმში სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა
თბილისის ისტორიის მუზეუმში სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა.
ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს, საერთაშორისო გამოფენას და Masters’Lab-ს (ლაბორატორია ოსტატებთან. დიდი ბრიტანეთი,ისრაელი/ნიდერლანდი, სერბეთი).
პროექტის ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს ახალგაზრდა სცენოგრაფებს და ხელოვანებს კანადიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.
საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი ექსპოზიციით, ახალგაზრდული პავილიონითა და გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლით. სკოლის ძირითადი თემატიკა ოკუპირებული აფხაზეთის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს ეთმობა.
ბიენალე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის, საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.