თბილისის ისტორიის მუზეუმში სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა
თბილისის ისტორიის მუზეუმში სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა

თბილისის ისტორიის მუზეუმში სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა.

ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს, საერთაშორისო გამოფენას და Masters’Lab-ს (ლაბორატორია ოსტატებთან. დიდი ბრიტანეთი,ისრაელი/ნიდერლანდი, სერბეთი).

პროექტის ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს ახალგაზრდა სცენოგრაფებს და ხელოვანებს კანადიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი ექსპოზიციით, ახალგაზრდული პავილიონითა და გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლით. სკოლის ძირითადი თემატიკა ოკუპირებული აფხაზეთის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს ეთმობა.

ბიენალე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის, საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი