ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ანა ქეი წარადგენს
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ანა ქეი წარადგენს

ვენეციის  ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდა ხელოვანი ანა ქეი წარადგენს.

პროექტის სახელწოდებაა rearmirrorview, ეს არის დიდი არქიტექტურული პლატფორმაა, სარკისებური ინსტალაცია, რომელიც წლევანდელი, 58-ე  ბიენალეს თემას, „გეცხოვროს საინტერესო დროს” ეხმიანება. ის   საერთაშორისო კომისიამ შეარჩია და 10 პროექტს შორის გამარჯვებულია.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, ასევე „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორმა ანა რიაბოშენკომ და გალერეა project art beat-ის დამფუძნებელმა, ნათია ბუკიამ წარადგინეს.

ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის კურატორია ცნობილი მუზუმის, new museum კურატორი მარგო ნორტონი.

2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი.