თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა
თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა

თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა. ბიენალეში მონაწილეობენ პროფესიონალები და სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, კანადიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.

ბიენალე მოიცავს სამ ძირითად ნაწილს: საერთაშორისო გამოფენას, Masters’Lab-ს (ლაბორატორია ოსტატებთან) და სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმს.

საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში ორ – პროფესიულ და სტუდენტურ სექციებად იყოფა.

საქართველო წარმოდგენილია 2019 წელს პრაღის საერთაშორისო კვადრიენალეზე PQ19 გამოფენილი ნაციონალური პავილიონის ნაწილით (ქართველი რეჟისორების – დავით დოიაშვილის, დათა თავაძის, ნიკოლოზ საბაშვილის, გურამ მაცხონაშვილის სცენოგრაფიული ნამუშევრებით).

ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამა Masters’ Lab-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ონლაინლექციებს და მასტერკლასებს თეატრისა და კინოს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის, ხმის დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია-არტის დარგებში. ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე 28 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

დატოვე კომენტარი