თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 28-ს კი პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, ექვსი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან, დანარჩენ 22 პაციენტს კი მსუბუქი სახის პნევმონია აღენიშნება.
„მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებდონენ, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან. 22 არის კიდევ პნევმონიით, საშუალო სიმძიმის პნევმონიაა, დაავადების დღეებიდან გამომდინარე, ალბათ პროგნოზულად ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ასევე რჩება ორი არასრულწოვანი, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული.