ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 13-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 13-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 13 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის გამოიკვლიეს საკარანტინო სივრცეებში მყოფი შვიდი, თვითიზოლაციიდან ორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთი პირი. ასევე ეპიდკერაში მყოფი სამი ადამიანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.