საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 329 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 329 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887.

მისივე თქმით, 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973.

„მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში – 39. სულ 6 ოქტომბრიდან – 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 14 354 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში – 16 997, იმერეთში – 4 328“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

საქართველოში სულ კორონავირუსის 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 120 ბოლო 24 საათში გამოვლინდა.