თბილისის ექვს რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კრწანისის რაიონში, ორთაჭალის, წინანაურისა და კრწანისის ქუჩებზე ელექტროენერგია 16:00 საათამდე შეწყდება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება შალვა დადიანის, აბესაძისა და კოტე აფხაზის ქუჩებზე.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის V და VI კვარტლებში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
დიდგორის რაიონში, სოფელ შინდისში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელ წავკისსაც.
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე ელექტრომომარაგება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-14 კილომეტრების, ჩაჩავასა და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გლდანის რაიონში, ქერჩის, ხიზამბარელისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, კახეთის გზატკეცილზე, მელითონეთა ქვემო დასახლებაში, წმინდა ბარბარეს უბანში, ნაკადულის, ქინძმარაულის, თამარისა და დათო ყიფიანის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სადგურ ლილოსა და ჭირნახილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.