გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სარაჯიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ მიხეილ თამარაშვილის გამზირის, საირმის გორის, ბურძგლას, მიცკევიჩის, გოძიაშვილის, კარტოზიას, შმიდტის, საირმის, ცაგარელის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ზემო ვეძისის, ოდიშვილის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, არდაზიანის, ისაკაძის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის ქუჩებისა და ზემო ვეძისის დასახლების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება დიდი დიღმის I მიკრორაიონსა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ლილოს დასახლებაში, აეროპორტის დასახლებაში, სოფელ დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილსა და იუმაშევის ქუჩაზე.
გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის I, IVბ მიკრორაიონებისა და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გლდანის მასივის V მიკრორაიონში.
ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
10:30 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება ბერი გაბრიელ სალოსის, აჰმედ ჯავადისა და ბაჟანის ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.