თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. საუბარია სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის, სადგურის, გულიასა და მტკვრის ქუჩებზე. 13:30 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეუწყდება ბეჟან კალანდაძის, ბერძნისა და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, სამხედრო ქალაქი 202, ელიას მთის, აწყურის, ვახტანგ მეექვსეს, მთისძირის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, მარტყოფის, ნიაბის, ცისკრის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ფაღავას, ყვარლის, ავლაბრის, სომხეთის, ტვიშის, უშაკოვის, კაჭარავას, გოლოვნის, ნასაკირალის, ბოროდინის, გურჯაანის, მახათას, მესხეთის, დესპინე გელოვანის, მელაანის, ეთერ კაკულიას, ირბახის, ფშავის, თელავის, ძევერის, საინგილოს, სევანის, თამაზ მუჯირიშვილის, ხიდისთავის, მიხეილ მრევლიშვილის, გონაშვილის, რუისპირის, შორაპნის, ბეღლეთის, ალიხანიანის, კიკეთის, მთავარანგელოზის, უჯარმის, ცუცქირიძის, ვაჟა ივერიელის, გალავნის, გეზათის, მიქელაძის, არმაზის, მახათას, კაიშაურის, შირაქისა და შილდის ქუჩებზე.

მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.

ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის, შევარდენიძისა და კარტოზიას ქუჩებზე. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ქავთარაძის ქუჩის აბონენტებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ვარაზის ქუჩაზეც.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აეროპორტის დასახლებისა და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.