თბილისის ცხრა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ცხრა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნისა და სამგორის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სამგორის დასახლების, მერვე რეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების 1, 2 ,3 4 ,6 ,7 ,8, 9, 10, 11 ,12, 13, 14 ქუჩების, ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთლი-3 ზემო პლატოს, ჩაჩუას, ხვედელიანის, მხარგძელის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, 17 შინდისელი გმირის, წულუკიძის, კალოუბნის, ხომლელის, შანდორ პეტეფის, ოსიპ მანდელშტამის, თრიალეთის, ჯავახეთის, ჯიქიას, ხარაბაძის, იოსებ და ლეონ ორბელების, კაკაბეთის, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ტატიშვილის, მესხეთის, კოპცოვის, ანთიმოზ ივერიელის, ბოგდან ხმელნიცკის, გოჩა ონაშვილისა და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი დიდი ლილოს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (დიდი ლილო), თვალჭრელიძისა და მშვიდობის ქუჩების აბონენტებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტალში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე, პატარიძის, იოზეფ პილსუდსკის, ხახანაშვილის, საბადურის, წინანდლის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, თელავის, შორაპნის, შირაქის, კოშკოვანისა და გარეკახეთის ქუჩებზეც.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სამგორი-1 დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, რაფიელ დვალისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონში, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონში, სესილია თაყაიშვილის, დამპალოს, მიხეილ გახოკიძის, თრიალეთის, მაისურაძის, ხომლელისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, გლდანის ხევის დასახლებაში, თიანეთის გზატკეცილზე, ჯანჯღავას, კაჭარავასა და კობერიძის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი გლდანისა და გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნორიოს აღმართის, ცაიშის, აბაშის, მეორე ქვალონისა და ქვალონის ქუჩების აბონენტებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ფიროსმანის ქუჩაზე.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) ბოხუას, ლუბლიანასა და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, დიდგორის, გელოვანის, გოძიაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩების აბონენტებზე.

12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას მოედნის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინისა და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება პარკი „მზიურის“ ტერიტორიაზე, ვერეს ხევის, ახალშენის, ბალანჩივაძისა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩებზე.

13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გოთუას ქუჩის მოსახლეობას.

დიდგორის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის, სოფელი კიკეთის, ბეთანიის, სამადლოსა და დიდების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის, ხიდისთავის, ფაბრიკის, გორგასლის, გრიშაშვილისა და ფირდოუსის ქუჩების აბონენტებზე.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.