თბილისის ცხრა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ფეიქართა, ქსნის, ღრმაღელის, ანდრონიკაშვილის, მუხრანისა და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩების აბონენტებს.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თამარ მეფის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III კვარტლის, აგლაძის, ყიფიანის, ხოშარაულის, ცაბაძის, ფოთის, სტანისლავსკის, ვახუშტი ბაგრატიონის, აკაკი ბელიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებზე.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ რეხის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ვალერიან კანდელაკის, აგიაშვილის, ჯორჯაძის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, გაბისკირიას, ილია კარტოზიას, დურმიშიძის, ნატო გაბუნიას, თამარ და აკაკი პაპავების, ივერთუბნის, ბარაკონისა და ბეთაშვილის ქუჩების აბონენტებს.
მთაწმინდის რაიონში, მთაწმინდის, ჩიტაძის, კრავეიშივილის, კირილე უკლებასა და ვახტანგ მოსიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.
გლდანის რაიონში, სამხედრო დასახლების, ხევძმარის, რამაზ შენგელიასა და ალეკო გობრონიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ხომლელისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების აბონენტებს.
14:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონში, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონში (ნაწილობრივ) და გახოკიძის ქუჩაზე.
ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, შორაპნის, ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ავლაბრის, იორის, დუშეთის, ცუცქირიძის, ლადო მესხიშვილის, ხიდისთავის, ვაჟა ივერიელის, კასპისა და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, იმედაძისა და უჩანეიშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის, ორთაჭალისა და ათონელის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.