გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. კერძოდ აეროპორტის დასახლებას, კახეთის გზატკეცილს, ალექსეევკის დასახლებას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას, ზემო ალექსეევკის დასახლებას, დავითაშვილის, ქიზიყის, ხვედელიანის, ქებურიას, ჭირნახულის და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ახვლედიანის ქუჩასაც.
ჩუღურეთის რაიონში, მამარდაშვილის, გრანელის, ბენაშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია ახმეტელის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ცაბაძის, ლებანიძის, ბორჯომის და წინამძღვრიშვილის ქუჩებზეც.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეუწყდებათ. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება გლდანის ხევის დასახლებაში, შეშელიძის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გორგასლის, სადგურის და გულიას ქუჩებზე.
დიდგორის რაიონში, დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ.
ისნის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ, საუბარია დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებზე.
ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის აბონენტებს ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი ასევე შეწყდება მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის და ქავთარაძის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ სოფელი ლისის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩებზეც. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, კანდელაკის, ზოვრეთის, ოდესის, ტაშკენტის და ზემო ვეძისის ქუჩების აბონენტებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.