თბილისის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 9 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონში, სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება III ხეივნის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II ქუჩების, ვლადიმერ წითლანაძის, რევაზ სირაძის, გულუას, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩებზე.

მთაწმინდის რაიონში, 9 მარტისა და საქანელას ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, პაატა სააკაძის, ასპინძის, არსენალის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ.

ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ნინო რამიშვილის ქუჩაზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნუცუბიძის პლატოს I, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაიას, მარგიანის, ჟღენტის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება,

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, მარნეულის, ქინძმარაულის, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, თეკლა ბატონიშვილის, კიკნაძის, პერინის, ალიხანაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

დიდუბის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მიქელაძის (ნაწილობრივ) და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.