„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, ზემო ვეძისის II ჩიხის, ნუცუბიძის, კანდელაკის, დელისის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ივანე მარუშიძის, მამია ალასანიას, ექვთიმე მთაწმინდელის, ალმასიანის, ომარ ფერცულიანის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, ივანე ბერიტაშვილის, ასათიანის, დავით ართმელიძის, გამყრელიძის, ინტენსიფიკაციის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ლევანდოვსკის და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვაჟა ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზემო ვეძისის დასახლების, ვეძისის დასახლების, გურიელის, შალვა ნუცუბიძის, გამრეკელის, ქავთარაძის, ნადირაძის, უნივერსიტეტის, დავითაშვილის, ილია ოდიშელიძის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ისაკაძის, ლვოვის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ჩერქეზიშვილის, აბაშიძის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, ცხინვალის, არდაზიანის, წულუკიძის, ბაქრაძის, კანდელაკის, ანდრონიკაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, მგალობლშვილის და ზემო ვეძისის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა გავრცელდება ვაშლიჯვრის II, IIა, III, IIIა ზონების, ვაშლიჯვრის დასახლების, მაჭავარიანის, მუხრანის, ინტესნსიფიკაციის, თოფურიძის და ემხვარის ქუჩებზეც.
პეკინის გამზირს, მიცკევიჩის, გამრეკელისა და კუტუზოვის ქუჩებს დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონის აბონენტებს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ დიღმის მასივის III კვარტალს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ტყიბულის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მცხოვრებლებსაც.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება აკაკი წერეთლის გამზირზე (ნაწილობრივ), გუდაუთის, ელიავას, აგლაძის, სანაპიროს, კოსმონავტების და სტანისლავსკის ქუჩებზე.
ვაკის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი მუხაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე შეწყდება.
მთაწმინდის რაიონის აბონენტებს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, კეკელიძის, ჭანტურიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ასათიანის, ვირსალაძის, ტაბიძის, ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის (მთაწმინდის) და მაჩაბელის ქუჩებზე.
15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ნიკოლაძის (ნაწილობრივ), ქიაჩელის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ) და მელიქიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირის და ბაქოს ქუჩის მაცხოვრებლებს დენი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
გლდანის რაიონის მოსახლეობას, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება. საუბარია ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, ხევძმარის, რამაზ შენგელიას და ალეკო გობრონიძის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს, ელექტროენერგია 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ. საუბარია ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კლდეკარის, გორდის, ზედამზის, ხერთვისის, ლაითურის, თოდრიას და ბუდეულის ქუჩებზე.
ისნის რაიონში, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს დენი, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.