თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო ფილმებს ხუთი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
ჟიურის იტალიელი რეჟისორი და პროდიუსერი უბერტო პაზოლინი უხელმძღვანელებს.
ჟიურიში ასევე იქნებიან კინოს სფეროში მოღვაწე ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო, სიეტლიდან კინოკრიტიკოსი მარინა აჯაჯა, მწერალი და კინორეჟისორი ბელგრადიდან სრჟან დრაგოევიჩი და საქართველოდან პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე.
„საერთაშორისო კონკურსში” ჟიური გადასცემს ორ პრიზს „ოქროს პრომეთე“ – საუკეთესო ფილმისთვის და „ვერცხლის პრომეთე“ – საუკეთესო რეჟისურისთვის.